სამაგისტრო პროგრამის დასახელება: პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაცია: პოლიტიკა, ეკონომიკა, საზოგადოება
მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
პროგრამის პირველი ნაწილის დასრულების შემდგომ: სოციალური მეცნიერებების მაგისტრი / Master of Social Sciences
პროგრამის მეორე ნაწილის დასრულების შემდგომ: კვლევის მაგისტრი სოციალურ მეცნიერებებში / Master of Research in Social Sciences
დადგენილების ნომერი: №44/2026 (დანართი №296)
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ინტერდისციპლინური მიმართულება
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი მარინა მუსხელიშვილი
სწავლების ენა: ინგლისი
საგანმანათლებლო პროგრამა შედგება ორი ნაწილისაგან 60+60 (ECTS):
პირველი ნაწილი: კრედიტების მოცულობა 60 კრედიტი (ECTS), მათ შორის:
სავალდებულო სასწავლო კურსები: 40 კრედიტი (ECTS);
არჩევითი სასწავლო კურსები: 15 კრედიტი (ECTS);
თავისუფალი კრედიტები: 5 კრედიტი (ECTS).
სწავლის ხანგრძლივობა: არანაკლებ ორი სემესტრისა.
მეორე ნაწილი: კრედიტების მოცულობა 60 კრედიტი (ECTS), მათ შორის:
სავალდებულო სასწავლო კურსები: 20 კრედიტი (ECTS);
არჩევითი სასწავლო კურსები: 5 კრედიტი (ECTS);
თავისუფალი კრედიტები: 5 კრედიტი (ECTS);
სამაგისტრო ნაშრომი: 30 კრედიტი (ECTS).
სწავლის ხანგრძლივობა: არანაკლებ ორი სემესტრისა.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის - პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაცია: პოლიტიკა, ეკონომიკა, საზოგადობა (პირველი ნაწილი) მიზანია: მოამზადოს სოციალურ მეცნიერებათა სპეციალისტები, რომლებსაც ექნებათ ინტერდისციპლინური ცოდნა საქართველოს პოსტსაბჭოთა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ტრანსფორმაციის შესახებ; ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მოვლენებისა და ცვლილებების დაკავშირების უნარი; ქვეყნის შემდგომი განვითარების ხელშესაწყობად მიღებული განათლების გამოყენების მზაობა.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის - პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაცია: პოლიტიკა, ეკონომიკა, საზოგადობა (მეორე ნაწილი) მიზანია: მოამზადოს სოციალურ მეცნიერებათა სპეციალისტები, რომლებსაც საქართველოს პოსტსაბჭოთა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ტრანსფორმაციის კვლევის შედეგად ექნებათ ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მოვლენებისა და ცვლილებების კომპლექსური თეორიული გააზრების უნარი;
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის პირველ ნაწილზე (60 კრედიტიანი) ჩარიცხვის უფლება აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს სოციალური მეცნიერებების ნებისმიერ დარგში/ქვედარგში, ისტორიაში, ეკონომიკაში, ფილოსოფიასა და სამართალმცოდნეობაში, რომელიც ჩაირიცხება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებისა და ქვემოთჩამოთვლილი გამოცდების საფუძველზე:
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (დადასტურება სერტიფიკატით ან თსუ-ს მიერ ჩატარებული წერითი გამოცდით);
- წერითი გამოცდა (ესე);
- მიმღებ კომისიასთან გასაუბრება.
ქულების განაწილება: გამოცდა ინგლისურ ენაში - 30 %, გამოცდა სპეციალობაში - 40 %, გასაუბრება - 30%.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის მეორე ნაწილზე (60 კრედიტიანი) ჩარიცხვის უფლება აქვს სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირს (პროგრამის „პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაცია: პოლიტიკა, ეკონომიკა, საზოგადოება“ პირველი ნაწილის დასრულებით).
ამ ნაწილზე დამატებითი პირობები განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დებულებით, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (პირველი ნაწილი) კურსდამთავრებული:
ა) ცოდნა და გაცნობიერება: – აღწერს და ღრმად აანალიზებს ქვეყნის პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციის ძირითად პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ მახასიათებლებსა და ტენდენციებს; დემოკრატიზაციას, სახელმწიფოს მშენებლობას; – კრიტიკულად იაზრებს სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში მიმდინარე მოვლენებს შორის კავშირს;
ბ) უნარი: – იყენებს მიღებულ ცოდნასა და მიდგომებს კონკრეტული პრაქტიკული მულტიფაქტორული ამოცანების გადასაჭრელად საჯარო სამსახურში, სამოქალაქო სექტორში, საკონსულტაციო საქმიანობაში; – აწარმოებს პროფესიულ და საჯარო კომუნიკაციას სოციალურ მეცნიერებაში დამკვიდრებულ პროფესიულ სტანდარტებზე, ეთიკაზე და ჩვევებზე დაყრდნობით;
გ) პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა: წერილობით, ვერბალურად და/ან კომპიუტერული ვიზუალიზაციის გამოყენებით მონაწილეობას იღებს ინგლისურ ენაზე დისკუსიაში, მსჯელობასა და დებატებში; აცნობს საკუთარ ინოვაციურ იდეებს და მიღებულ ცოდნას კოლეგებს, სტუდენტებს ან ფართო საზოგადოებას;
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (მეორე ნაწილი) კურსდამთავრებული:
ა) ცოდნა და გაცნობიერება: სოციალური ცხოვრების სხვადასხვა მოვლენებს შორის კავშირების კრიტიკული ანალიზისა და ცალკეული ელემენტების სინთეზის საფუძველზე წარმართავს აკადემიურ კვლევას (შედარებითი ანალიზისა და ინსტიტუციური ანალიზის გამოყენებით) და აწარმოებს ანალიტიკურ საქმიანობას;
ბ) უნარი: განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში შესწავლილი მეთოდური და მეთოდოლოგიური მიდგომების გამოყენებით, მულტიფაქტორულ გარემოში, პრობლემურ სფეროებს/საკითხებს და დამოუკიდებლად ახდენს ცოდნის შემდგომ გაღრმავებას;
გ) პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა: ქვეყნის განვითარების წარსულ და შესაძლო მომავალი სცენარების მიმართ საკუთარი მოქალაქეობრივი დამოკიდებულების გაცნობიერების საფუძველზე, შემოქმედებითად და რაციონალურად, შეაქვს საკუთარი წვლილი ამ განვითარებაში როგორც პროფესიული საქმიანობით, ასევე სამოქალაქო აქტივობით.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (პირველი ნაწილი) კურსდამთავრებულს შესაძლებლობა აქვს დასაქმდეს:
საჯარო სამსახურში, სამოქალაქო სექტორში, სასწავლო დაწესებულებებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში და მედიაში.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (მეორე ნაწილი) კურსდამთავრებულს შესაძლებლობა აქვს დამატებით დასაქმდეს:
კვლევით დაწესებულებებში ისეთ სამუშაო ადგილებზე, როგორიცაა მკვლევარი, ანალიტიკოსი, პროექტის ხელმძღვანელი და სხვ.